Tuesday, March 10, 2015

მეცხრე დღის რეფლექსია

   დღეს ვიმუშავეთ ინტელის პროგრამის           
 მე-8 მოდულის მიხედვით, მოვისმინეთ 
პრეზენტაციები და ავთვირთეთ ჩვენი 
ნამუშევრები ბლოგზე. ასე დავასრულეთ 
ეს მეტად ინფორმაციული და
 საინტერესო ტრენინგი.
     ყველას გიუსურვებ წარმატებებს 
და პროფესიულ წინსვლას.
 დიდი მადლობა ქალბატონ შორენას, 
ვუსურვებ კარიერულ წინსვლას და 
ოჯახურ ბედნიერებას.

Sunday, March 8, 2015

მერვე დღის რეფლექსია

დღეს რვა მარტია და დიდი ხანია ამ დღეს ქალთა დღედ მიიჩნევენ მე კი გისურვებთ ჩემო მშვენიერო ქალბატონებო  ყოველი დღე თქვენი ყოფილიყოს და ბედნიერები იყოთ იმით, რომ ქალად მოევლინეთ ამ ქვეყანას,  მუდამ სასურველი და ლამაზი შეხვდით გაზაფხულს,მასავით ენერგიული და სიცოცხლით სავსე.


რაც შეეხება ტრენინგს, როგორც ყოველთვის, იყო ძალიან დატვირთული და საინტერესო, გავეცანით შეფასების ჩეკლისტებს და ვისწავლეთ ბლოგზე გვერდის შექმნა... 


ეს იები  ჩვენს სათნო ტრენერს ქალბატონ შორენას დიდი პატივისცემით:
Add caption


Saturday, March 7, 2015

მეშვიდე დღის რეფლექსია

დღეს ტრენინგი დავიწყეთ ერთმანეთის ნაშრომების შეფასებით, რაც ძალიან კარი იყო შეცდომების აღმოჩენისათვის, განვიხილეთ მე-6 მოდულის აქტივობები , შევქმენით სკაფოლდინგისათვის შაბლონი, გავაკეთეთ სასწავლო პროექტის პრეზენტაცია. როგორც ვნახეთ დღე იყო საკმაოდ დატვირთული და რაც მთავარია ნაყოფიერი.

Sunday, March 1, 2015

მეექვსე დღის რეფლექსია

დღეს გავეცანით შეფასების რუბრიკებს და შევქმენით ჩვენი პროექტებისათვის მსგავსი რუბრიკები, დავასრულეთ და ავტვირთეთ მოსწავლეთა პრეზენტაციები, დღე იყო ძალიან დატვირთული, რასაც განსაცვიფრებელი ენერგიით უძღვებოდა ჩვენი ტრენერი შორენა ბადურაშვილი.





მოსწავლის პრეზენტაცია
 მე-2 ჯგუფის პრეზენტაცია

Saturday, February 28, 2015

მეხუთე დღის რეფლექსია

დღევანდელ ტრენინგზე გავიარეთ ინტელის პროგრამის მესამე მოდული და გავაკეთეთ სლაიდი /მოსწავლის ნიმუში/, დღე იყო საკმაოდ დატვირთული და შრომატევადი ტრენინგი კი გასაგები და ბევრისმომცემი.

Sunday, February 22, 2015

მეოთხე დღის რეფლექსია

  დღევანდელ ტრენინგზე განვიხილეთ შეფასების სხვადასხვა

 მეთოდები   და შევქმენით ჩვენი პროექტისათვის, წინარე ცოდნის       

   განმსაზრვრელი,საჭირო შეფასების ცხრილი.

Saturday, February 21, 2015

მესამე დღის რეფლექსია

დღევანდელი ტრენინგი დავიწყეთ სასწავლო პროექტის დაგეგმვით, გავიარეთ შემდეგი : * შინაარსობრივი სტანდარტები და ინდიკატორები
*პროექტის სასწავლო მიზნები/სწავლის შედეგები
*  მიმართულების მიმცემი საკვანძო შეკითხვები. 
 სწავლება  იყო  ნაყოფიერი, კარგად ორგანიზებული და შრომატევადი, 



მიმართულების მიმცემი საკვანძო შეკითხვები
ზოგადი კითხვა
როდის არის ქორწინება ხელსაყრელი მყარი ოჯახის შესაქმნელად?
თემატური კითხვები
არსებობს თუ არა პიროვნებათა შორის მარადიული სიყვარული?
შინაარსობრივი კითხვები
რით შეიძლება დასრულდეს,  ნაადრევი ქორწინება?